რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ვიმეორებ რჩევას, რომელიც უკრაინას გასულ წელს მივეცი: არ შეეგუოთ კონფლიქტს. სწორედ ასე იქცევიან ისინი. რა თქმა უნდა, მრავალი წლის განმავლობაში იყო რთული პერიოდები, ჩვენ ამის მომსწრეები ვიყავით. ვიცით, რომ გარკვეული წრეები ზეწოლას ცდილობდნენ, ისმოდა შეთავაზებები, შეწყვეტილიყო ოპერაციები და გამყარებულიყო ოკუპაცია. უკრაინელი ხალხი და ხელისუფლება ამას ნამდვილად არ დათანხმდნენ...

მე ვარ ხელმძღვანელი სახელმწიფოსი, რომელიც წარსულში ოკუპაციით დაზიანდა და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უნიკალური გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ასე გვაძალებდნენ უარი გვეთქვა ყარაბაღზე. აზერბაიჯანში ვერავინ, ჩემ ჩათვლით, დათანხმდებოდა ამას, თუმცა ეს იყო მსოფლიოს სამი წამყვანი ქვეყნის პოზიცია. ისინი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები იყვნენ და ამ პოზიციის წინააღმდეგ წასვლა საკმაოდ რთული იყო...

კარგად ვიცნობ ზელენსკის პოზიციას, რომელსაც საჯაროდ აცხადებდა. აპრილში აზერბაიჯანში მისი ვიზიტის დროს ამ თემაზე ვისაუბრეთ. ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი დარჩება. მუდამ მხარს ვუჭერდით, ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტსა და საზღვრების ხელშეუხებლობას. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი საზღვრების შეცვლა ხალხის თანხმობის გარეშე, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია თანმიმდევრულია. შეძლებისდაგვარად ყველაფერს უკრაინისთვის ვაკეთებთ არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად. სახელმწიფოებრივ დონეზეც და სამოქალაქო დონეზეც არსებობს ერთიანი პოზიცია: უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ხალხისთვის, რომელიც იტანჯება, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიული ერთობაც დაარღვიეს.

თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.

 

კომენტარები