აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

კადრი Centcom-ის გავრცელებული ვიდეოდან

აშშ-მ საზღვაო დრონების გამოყენებით ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტს დაარტყა. ცნობას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

"გუშინ, რამდენიმე ერთჯერადი საზღვაო დრონის გამოყენებით, ცენტრალურმა სარდლობამ წარმატებულად დაარტყა წყალქვეშა ნავებისა და გემების შეკეთების ობიექტს ირანში. სამმა Corsair-ის ტიპის უპილოტო საზღვაო ხომალდმა დაარტყა ბენდერ აბასის საზღვაო ბაზას, რაც პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის ძალებმა საზღვაო დრონები სამხედრო ოპერაციაში გამოიყენა. გასული ღამის იერიშებმა დაასუსტა ირანის შესაძლებლობა, განაგრძონ თავდასხმები კომერციულ ხომალდებზე." - წერია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

კომენტარები