მერლინ მენსონი

მომღერალი ელი როუსელი: მერლინ მენსონი კაბის ქვემოდან ვიდეოს მიღებდა

NME

ბრიტანული როკ ჯგუფის, Wolf Alice-ის ფრონტვუმენმა, ელი როუსელმა ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე მერლინ მენსონთან შეხვედრის უსიამოვნო დეტალები გაიხსენა. მომღერლის თქმით, მენსონმა კაბის ქვემოდან GoPro კამერით ვიდეო გადაუღო.

"რამდენიმე წლის წინ ერთერთ ფესტივალზე კულისებში მერლინი შემხვდა. ჩვენი ბენდის გამოსვლაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მას შემდეგ, რაც გადამეტებულად შეგვაქო, ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც წესრიგში არ არის. შოკში ჩავარდი, როდესაც ქვევით ჩავიხედე, ის GoPro კამერით ჩემი კაბის ქვემოდან ვიდეოს იღებდა". – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი.

როუსელმა როკ ვარსკვლავის ტურ-მენეჯერს მიმართა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ "მენსონი მსგავს რაღაცებს ყოველთვის აკეთებს და ამ ამბავზე ყურადღების გამახვილება არ ღირს".

მენსონის წინააღმდეგ პირველი ბრალდება სექსუალურ ძალადობაში, ყოფილმა მეგობარმა ქალმა, მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა გამოთქვა. ამ დროისთვის როკ მუსიკოსის წინააღმდეგ ათობით ქალმა გაილაშქრა. სკანდალის ფონზე მენსონთან ურთიერთობა ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა მუსიკალურმა ლეიბლმა გაწყვიტა.

ამ ეტაპზე, არცერთ მსხვერპლს სასამართლოსთვის არ მიუმართავს. თავად მენსონის თქმით, ბრალდებები "რეალობის საშინელი დამახინჯებაა".

წყარო: BBC

კომენტარები