GOT-ის მსახიობი: მერლინ მენსონი ნაჯახით გამომეკიდა

Befunky

მერლინ მენსონის წინააღმდეგ მორიგი ბრალდება ამჯერად GOT-ის მსახიობმა, ესმე ბიანკომ გააჟღერა.

ქალის თქმით, მუსიკოსი მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა. ბიანკო და მენსონი ერთმანეთს 2009 წელს ხვდებოდნენ.

"ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სექსის დროს ჩემზე ძალადობდა. თავს პატიმრად ვგრძნობდი, თითოეული ნაბიჯი მასთან უნდა შემეთანხმებინა, სხვებთან ლაპარაკს მიშლიდა. ოჯახის წევრებს კარადაში დამალული ვურეკავდი. ერთხელ ნაჯახი მოიმარჯვა და გამომეკიდა". – იხსენებს მსახიობი.

ბიანკო ინგლისელი მსახიობი, მოცეკვავე და დიჯეია, რომელსაც პოპულარობა სამეფო კარის თამაშებში შესრულებულმა მეძავი როსის როლმა მოუტანა.

მენსონი სექსუალურ ძალადობაში პირველმა, ყოფილმა მეგობარმა ქალმა, მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა დაადანაშაულა. ამ დროისთვის მომღერალს 10-ზე მეტი ადამიანი ძალადობაში, სექსუალურ ძალადობაში, შეურაცხყმყოფელ ქმედებაში და თავდასხმაში სდებს ბრალს.

თავად როკმუსიკოსოსმა ბრალდება უარყო და ვუდის განცხადებას "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა.

წყარო: Entertainment Weekly
 

კომენტარები