მერლინ მენსონი

მენსონის გიტარისტი: ყველა ბრალდება სიმართლეა, შ** აქვს, ქალებს ნუ ამტყუნებთ

Metal Sucks

ნიუ მეტალ ბენდის Limp Bizkit და მერლინ მენსონის ყოფილი გიტარისტი უეს ბორლანდი მომღერლის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ორშაბათს, Westworld-ის ვარსკვლავმა, მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა მენსონი სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

"მერლინ მენსონი... მის ბენდში 9 თვის განმავლობაში ვუკრავდი. ის კარგი პიროვნება არ არის. ყველა ბრალდება სიმართლეა. ამიტომ, შეეშვით ქალების დადანაშაულებას, ისინი სიმართლეს ამბობენ. მესმის, რომ მრავალი თაყვანისმცემელი ჩემს ნათქვამზე გაბრაზდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ნიჭიერია, შ** აქვს, დასაწვენია, გამოსაფხიზლებელი, დროა საკუთარი შინაგანი დემონები დაამარცხოს. ის ძალიან ცუდი ადამიანია. ერთხელ მასთან სახლში ვიყავი, იმ პერიოდში ევან რეიჩელ ვუდს ხვდებოდა, იქ რაც ვნახე, საშინელება იყო, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ვინც ამ სიტუაციაში ქალებს ადანაშაულებთ და მათ ნათქვამს არასერიოზულად აღიქვამთ, შ***ცით. მენსონის კარიერა თუ დასრულდა, უბრალოდ, დაემშვიდობეთ - ეცადეთ, გაჯახუნებულ კარში არ მოჰყვეთ მის გამო". - ამბობს პოდკასტის სტუმარი ბორლანდი.

ვუდის განცხადების შემდეგ მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მუსიკოსთან ურთიერთობა გაწყვიტეს ხმის ჩამწერმა სტუდიამ და ჰოლივუდის სააგენტომ. 

მსახიობის გარდა სექსუალურ ძალადობასა და ძალადობრივ ქცევაში მენსონს კიდევ სამმა ქალმა დასდო ბრალი. "მენსონს მას მერე დავშორდი, რაც მითხრა, ცოცხლად დაგწვავო". - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ინციდენტს პორნოვარსკვლავი ჯენა ჯეიმსონი, რომელიც მომღერალს ცოტა ხნის განმავლობაში ხვდებოდა.

თავად როკმუსიკოსმა ბრალდება უარყო და ვუდის განცხადებას "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა.

კომენტარები