მერლინ მენსონი

მერლინ მენსონი ბრალდებას უარყოფს: ეს რეალობის დამახინჯებაა

Hollywood Reporter

ამერიკელი მომღერალი მერლინ მენსონი Westworld-ის ვარსკვლავის, ევან რეიჩელ ვუდის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"ცხადია, ჩემი შემოქმედება და ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში კამათის საგანი იყო, მაგრამ ბოლოდროინდელი განცხადებები ჩემს შესახებ რეალობის დამახინჯებაა. ჩემი პირადი ურთიერთობები თანამოაზრე პარტნიორებთან შეთანხმებული იყო. ეს არის სიმართლე და არ აქვს მნიშვნელობა, რატომ და რისთვის ცდილობენ სხვები წარსულის დამახინჯებას". – წერს მუსიკოსი.

ბრალდების შემდეგ მომღერალთან ურთიერთობა შეწყვიტა ჰოლივუდის სააგენტო CAA-მ და მუსიკალურმა ლეიბლმა Loma Vista Recordings-მა, რომელმაც მენსონის უკანასკნელი სამი ალბომი გამოსცა.

ასევე სატელევიზიო არხ "Starz"-ის ხელმძღვანელობამ ამერიკელი ღმერთების მესამე სეზონიდან მენსონის პერსონაჟი ამოჭრა. მომღერალი როკ ბენდ Blood Death-ის, სოლისტს თამაშობდა, რომელიც ახალ სეზონში ორ ეპიზოდში უკვე გამოჩნდა. 

წყარო: Deadline

 

კომენტარები