"3-4 წლის ვიყავი, მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა" - სექსუალური ძალადობა და სახიფათო ნიშნებისექსუალური ძალადობა, მათ შორის ბავშვებზე, ოჯახის წევრების, პარტნიორების ან არაპარტნიორების მხრიდან ის საკითხია, რაზეც ქალებს ხმამაღლა საუბარი უჭირთ. თუმცა, საქართველოში მცხოვრები 4 ქალიდან ერთზე მეტს (27%) სიცოცხლის მანძილზე განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა პარტნიორის ან არაპარტნიორის მხრიდან, მათ შორის ბავშვობაში. ეს ოფიციალური მონაცემებია. ბევრად მეტია ისეთი შემთხვევები, რომლებსაც ვერ ითვლიან.