აზია არჯენტო

აზია არჯენტო X-ფაქტორის ჟიურის წევრი აღარ იქნება

მსახიობი აზია არჯენტო იტალიური "X-ფაქტორის" ჟიურის წევრი აღარ იქნება. არჯენტო სიიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც ის მსახიობმა ჯიმი ბენეტმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. 

მედიის ცნობით, არჯენტო პროექტის 7 გადაცემაში მონაწილეობს, თუმცა მსახიობი შოუს ფინალურ ეტაპზე აღარ იქნება. 

The New York Times-მა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ აზია არჯენტომ არასრულწლოვანზე იძალადა, შემდეგ კი დუმილისთვის ფული გადაუხადა. 

ამერიკული გამოცემის ცნობით, 22 წლის მსახიობს და როკ-მუსიკოსს, ჯიმი ბენეტს 380 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ჯიმი ბენეტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ როცა ის 17 წლის იყო, 37 წლის არჯენტომ, რომელიც ახლა 42 წლისაა, მასზე სექსუალურად იძალადა. კალიფორნიაში სექსუალური კავშირი 18 წლის ასაკიდან არის კანონიერი. 

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გამოცემას ბენეტისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა. 

იტალიელი მსახიობი, აზია არჯენტო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. 

მოძრაობა #MeToo-ს ლიდერი ამბობს, რომ მისმა პარტნიორმა, ენტონი ბურდენმა ჯიმი ბენეტს 380 ათასი დოლარი გასული წლის ოქტომბერში გადაუხადა, რათა მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა.

კომენტარები