R.Kelly

R.KELLY-ს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

LA Times

მომღერალ R.Kelly-ს სექსუალური ძალადობის საქმეზე 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მუსიკოსს აქამდე რეკეტისა და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით 30-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მისჯილი ვადები არ ჯამდება, მთლიანობაში მუსიკოსს პატიმრობაში 31 წლის გატარება მოუწევს. 

R.Kelly-ის ადვოკატების გუნდი აპირებს მიმართოს სააპელაციო სასამართლოს.

2019 წელს ჩიკაგოს პოლიციამ არ კელი დააკავა. გამოძალვის ბრალდება ყველაზე მსუბუქია, იმ ჩამონათვალში, რომელიც მუსიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ წარადგინა. მას სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ თავდასხმაში, გაუპატიურებაში, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში, გამოძალვაში, მოტაცებაში, საბავშვო პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად R.Kelly-მ ასევე არასრულწლოვან რეპერზე, Alliyah-ზეც სექსუალურად იძალადა. 

კომენტარები