სტივენ ტაილერი

სტივენ ტაილერს სექსუალური ძალადობისა და იძულებითი აბორტის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან

ABC7

ბენდ Aerosmith-ის ლიდერს, სტივენ ტაილერს სექსუალურ ძალადობისა და იძულებითი აბორტის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან.

საჩივარი ლოს-ანჯელესის სასამართლოში ჯულია მაისლიმ შეიტანა. ქალის თქმით მისი და ტაილერის ურთიერთობა 1973 წელს დაიწყო, იმ დროს მაისლი 16-ის, ხოლო ტაილერი 25 წლის იყო.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ტაილერმა მაისლი ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნო, შემდეგ სასტუმროში წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალის თქმით მუსიკოსმა მოგვიანებით დედამისისგან მეურვეობა მოიპოვა, ამის შემდეგ ტაილერს ხშირად ჰქონდა სექსი არასრულწლოვანთა, ასევე აძალებდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას. 1975 წელს მაისლი დაფეხმძიმდა, ტაილერმა მას იძულებით გააკეთებინა აბორტი. ამის შემდეგ ქალმა თავად მიატოვა აეროსმიტის ფრონტმენი.

ტაილერს ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ტაილერს საკუთარ ავტობიოგრაფიაში მაისლისთან ურთიერთობა ნახსენები აქვს.

სტივენ ტაილერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი ამერიკული როკ ბენდის, Aerosmith-ის დამფუძნებელი და ფრონტმენია. 

კომენტარები