სექსუალური ძალადობა

კახეთში 14 წლის გოგო ბიძამ გააუპატიურა – მოგვიანებით, კაცი გოგოს ნათესავმა დაჭრა

კახეთში 14 წლის გოგო ბიძამ, მამიდის ქმარმა გააუპატიურა. მომხდარის გამო, მამაკაცი არასრულწლოვანი გოგოს ბიძამ დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც კაცს ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია, ხოლო თავად დაშავებული ჯერჯერობით საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები