სექსუალური ძალადობა

პერის ჰილტონი: 15 წლის რომ ვიყავი გამაუპატიურეს

Hello Magazine

პერის ჰილტონმა გამოცემა Glamour-ს ინტერვიუ მისცა. 42 წლის ვარსკვლავმა შორეული წარსულიდან უსიამოვნო ეპიზოდი გაიხსენა.

ჰილტონის თქმით თინეიჯერობისას მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებდა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. ახალგაზრდებმა უფროსი კაცების ჯგუფი გაიცნო, რომელიც მათსავით სავაჭრო ცენტრში ატარებდა დროს. ერთ დღეს უფროსებმა თინეიჯერები სახლში დაპატიჟეს.

"მათთან სახლში ვიყავით. ერთ-ერთმა ღვინო შემომთავაზა, ორი ყლუპი მოვსვი და ეგრევე თავბრუსხვევა დამეწყო, ალბათ რაღაც ჰქონდა შერეული, შემდეგ გონება დავკარგე. მახსოვს პერიოდულად მეღვიძებოდა, ჩემზე იწვა, პირზე ხელს მაფარებდა და ჩურჩულებდა, მეუბნებოდა, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. რამდენიმე საათში სრულიად გამოვფხიზლდი. ჩემთვის ეს პირველი სექსუალური გამოცდილება იყო". – ამბობს ჰილტონი.

რამდენიმე წლის წინ ჰილტონმა სექსუალური ძალადობის სხვა ფაქტზე ილაპარაკა, რომელიც Glamour-ისთვის მოყოლილი ამბიდან 2 წელში, კერძო სკოლაში მოხდა. 

კომენტარები