სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე

ლაგოდეხში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის კაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ლაგოდეხში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 40 წლის ი.ბ-ს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში მეზობელ 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ ბავშვის ბიულოგიური მამაა.

არასრულწლოვანის ოჯახი ამბობდა, რომ მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდებოდა, გოგოს ცოლად შემდეგ მოიყვანდა. 

გოგო ყვებოდა, რომ მოძალადე მისი თანაკლასელისა და მეგობრის მამაა. მისი თქმით, მეგობარმა მასთან დარჩენა შესთავაზა, ღამით კი კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. მისივე ინფორმაციით, კაცი დაემუქრა, რომ არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებს - დედას, მამასა და პატარა ძმას დაუხოცავდა. 

"ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი. არც მუცელი მეტყობოდა. როცა მკითხეს, ვისგან ვიყავი ორსულად, მშობლებსაც ვუთხარი და პოლიციასაც", - ყვებოდა არასრულწლოვანი.

კომენტარები