არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

კახეთში, 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე გოგოს ბიძას ბრალდება წარედგინა

კახეთში 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს, გოგონას ბიძას, მამიდის ქმარს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, ისინი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.


მომხდარის გამო, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვანი გოგოს ბიძამ დაჭრა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

კომენტარები