სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე

შიდა ქართლში 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

შიდა ქართლში 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, დაკავებულია მოზარდის ბაბუა. შსს-ს ცნობით, დაკავებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაშია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ჩადენილს ოჯახური ნიშნით.

კომენტარები