ჯორჯ პელი

კარდინალ ჯორჯ პელს 2 არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობისათვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

NBC

კარდინალ ჯორჯ პელს ავსტრალიაში ორ არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობისათვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისთვის დამტკიცებული 5 ბრალიდან თითოეული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა, მოსამართლის თქმით, განაჩენის გამოტანისას კარდინალის ასაკი გაითვალისწინა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წელს მელბურნის კათედრალში მან ორ 13 წლის ბიჭზე იძალადა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლოზე ჩვენების მისაცემად წარსდგა. მეორე 2014 წელს ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების გამო დაიღუპა.

77 წლის კარდინალი ბრალდებას კვლავ უარყოფს.

პელი ვატიკანის ხაზინადარი და პაპის ერთ-ერთი მრჩეველი იყო და ამ დროისათვის ყველაზე მაღალი წოდების ფიგურაა კათოლიკური ეკლესიიდან, რომელიც მსგავსი დანაშაულისათვის გაასამართლეს.

კომენტარები