სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე

2023 წლის პირველ 5 თვეში არასრულწლოვანი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის 75 საქმეზე ცნეს

სისხლის სამართლის სტატისტიკის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ 5 თვეში არასრულწლოვანი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის 75 საქმეზე ცნეს.

იანვრის თვის სისხლის სამართლის სტატისტიკის მიხედვით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების საქმეებზე დაზარალებულია 7 არასრულწლოვანი, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების საქმეზე – 4, გაუპატიურების – 2, გარყვნილი ქმედების კი 1.

თებერვალში დაზარალებულად არასრულწლოვანი 16 საქმეზე ცნეს. (16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების საქმეებზე დაზარალებულია 9 არასრულწლოვანი, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების საქმეზე – 2, გაუპატიურების – 2, გარყვნილი ქმედების – 2, სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულების კი – 1). 

მარტში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე დაზარალებულად არასრულწლოვანი ცნეს 16 შემთხვევაში. (16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების საქმეებზე დაზარალებულია 9 არასრულწლოვანი, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების საქმეზე – 2, გაუპატიურების – 2, გარყვნილი ქმედების კი 3. 

აპრილში არასრულწლოვნები დაზარალებულად ცნეს 17 შემთხვევაში. (16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების საქმეებზე დაზარალებულია 6 არასრულწლოვანი, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების საქმეზე – 2, გაუპატიურების – 3, გარყვნილი ქმედების – 6). 

მაისში 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების საქმეებზე დაზარალებულად არასრულწლოვანი ცნეს 5 შემთხვევაში. (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების საქმეზე – 1, გაუპატიურების – 3, გარყვნილი ქმედების საქმეზე – 5, სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულების საქმეზე კი – 1.   


გარდა ამისა, 2023 წლის პირველ 5 თვეში დაზარალებულის სტატუსი 633 არასრულწლოვანს მიენიჭა – მოზარდებზე ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობდნენ. ჯამში, გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობის 269 შემთხვევაზე. 

კომენტარები