როგორ ვითარდებოდა საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ბაზრის გარეშე და დაბრუნების შემდეგ13 წლის წინ რუსეთმა საქართველოს დასასუსტებლად მის ხელთ არსებული ყველა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენა. მაშინ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის მოთხოვნითა და ახალი ხელისუფლების საგარეო კურსით უკმაყოფილება, საბოლოოდ, ქართული პროდუქციის აკრძალვით, ენერგობლოკადითა და ქართველთა მასობრივი დეპორტაციით დასრულდა.