რუსეთის ბაზარი

ლევან დავითაშვილი: ქართული ღვინო რუსეთში, სულ მცირე, 300 რუბლი ეღირება

ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს დაბრუნდეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოსკოვში, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ქართული ღვინო არ იქნება იაფი. ერთი ბოთლის ფასი 300 რუსული რუბლიდან იქნება", -განუცხადა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, დაახლოებით 60-მდე ქართულმა საწარმომ გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთის ბაზარზე ღვინისა და მინერალური წყლების შეტანასთან დაკავშირებით.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და სხვა პრო­დუქ­ცი­ის რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­სა­მარ­თად, მოს­კოვ­ში გაემგზავრა, სადაც რუსეთის მთავარ სანიტარს, გენადი ონიშენკოს შეხვდა.

7-კაციან დელეგაციას, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. 

კომენტარები