რუსეთის ბაზარი

16 სექტემბერს თბილისში რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტები ჩამოვლენ

livejournal.ru

სექტემბრის მეორე ნახევარში საქართველოს რუსეთის სანიტარული სამსახური ექსპერტები ეწვევიან. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, რუსი სპეციალისტები ისევ რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის შეტანის მსურველ კომპანიებს შეამოწმებენ.

"სრულდება იმ 39 დაწესებულების დოკუმენტური შემოწმება, რომლებმაც რუსეთის ფედერაციაში პროდუქციის შეტანის სურვილი გამოთქვეს. როსპოტრებნადზორის ექსპერტების მესამე ვიზიტი საქართველოში სექტემბრის მეორე ნახევრისთვის იგეგმება, მას შემდეგ, რაც ქართული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიები და დაწესებულებებში ექსპერტების დაშვების ნებართვა იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტები თბილისს 16 სექტემბერს ეწვევიან და ვიზიტის ფარგლებში, 30-მდე ქართულ კომპანიას შეამოწმებენ. მათ შორის არის მინერალური წყლის ხუთი მწარმოებელი, ასევე ღვინის, სპირტის და ლუდის მწარმოებელი კომპანიები. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში რუსი სპეციალისტები ქართულ კომპანიებს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით - რაჭაში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში შეამოწმებენ. 



კომენტარები