ევროპული საქართველო

ბოკერია: რუსულ ბაზარზე სერიოზულად არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული – ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა

ივანიშვილი დიდი ხანია ეწევა ამ კამპანიას, რომ რუსეთის ბაზარი არის ხსნა ჩვენთვის, ეს იყო მათი გზავნილი თავიდანვე, რაც იყო დამანგრეველი შეცდომა პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც, რუსეთის ბაზარი უკრაინაში ომამდეც იყო არასტაბილური ბაზარი, პოლიტიკურად მართვადი შეეძლო ნებისმიერ დროს ჩაეკეტა ბაზარი ან მაშინაც კი როცა თვითონ არ გიკეტავს დაპირისპირების გამო თავისუფალ სამყაროსთან მოუვიდეს ის კოლაფსი, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, ამიტომ დივერსიფიკაცია ამიტომ იყო სწორი, შეიძლება მტერთანაც მოგიწიოს ვაჭრობა, ევროპას სამწუხაროდ უწევს რაღაც საკითხებში რუსეთთან ვაჭრობა ახლაც, მაგრამ როდესაც საქართველოსნაირი ქვეყანა ხარ შენი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ რუსეთის ბაზარზე სერიოზულად არ იყო დამოკიდებული, მაგ თვალსაზრისით თუკი ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს დამიკიდებულება მცირდებოდა რუსეთის ბაზარზე, 2012 წლის შემდეგ ამ მთავრობის წახალისების შემდეჰ ჩვენ კვლავ გავხდით დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებით და ამ შედეგებს ვიმკით ჩვენ ახლა ყველანი.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

კომენტარები