საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

უსუფაშვილი: ენერგეტიკულად რომ არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, ძალიან კარგია

ის, რომ ენერგეტიკულად არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, ძალიან კარგია და ამით ჩვენ გარკვეული ტიპის საფრთხეები შევამცირეთ. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ქართული ღვინის ექსპორტზე რუსულ ბაზრებზე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გადმოსახედიდან ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, ხვალ ეს ბაზარი ისევ რომ ჩაიკეტოს, ეს ბერკეტია რუსეთის ხელში. უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ უნდა გავზარდოთ ამ ბერკეტის დატვირთვა და მნიშვნელობა. ...ჩვენ ვეუბნებით ბიზნესს, გინდათ 100%-ით რუსულ ბაზარზე? ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ იცოდეთ, რომ რამე რომ მოხდეს, სახელმწიფოს ნუ მომადგები და ნუ მეტყვი, მიშველე, ეს პროდუქტი სად გავყიდო.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში გააკეთა.

კომენტარები