სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კირვალიძე: ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა უახლოეს მომავალში დაიწყება და ექსპორტირება ეტაპობრივად განხორციელდება.

კირვალიძის ცნობით, პირველ ეტპზე ''გაგრძელდება მუშაობა ტექნიკურ რეგლამენტზე, რის შემდეგაც ქართული პროდუქცია შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე''.

მინისტრის თქმით, ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ექსპორტზე გავა ბოსტნეული, ხოლო ხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შემოდგომიდან დაიწყება.

დავით კირვალიძის განცხადებით, ''ყველა პროცედურა რუსეთის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით განხორციელდება''.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანის სურვილი 80-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების და 4-მა წყლის მწარმოებელმა კომპანიამ გამოთქვა. კირვალიძის ცნობით, მათ უმრავლესობას რუსულმა სანიტარულმა სამსახურმა დადებითი შეფასება მისცა.

კომენტარები