რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო, მოსკოვში მყოფ საქართველოს დელეგაციას ხვდება. როგორც რუსული მედია იუწყება, ონიშენკო მიიჩნევს, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის "მნიშვნელოვანი ბარიერები არ არსებობს".
"არსებითი ბარიერები არ არსებობს, თუ პოლიტიკა არ დაიწყებს ხელის შეშლას", - ამის შესახებ ონიშენკომ ჟურნალისტებს, შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად, მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.
7-კაციან დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი, ხელმძღვანელობს.