რუსული რეჟიმი

ბათუმის აქციების მედროშე, რომელიც 30 დღეა, შიმშილობს, ვივამედში გადაიყვანეს

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც 30 დღეა, შიმშილობს, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ინფორმაციას ტაბულას საიაში უდასტურებენ. 

ამჟამად ქათამაძე სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ცნობისთვის, 13 თებერვალს ქათამაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ შიმშილობის დაწყებიდან ქათამაძეს 17 კილო აქვს დაკლებული. ადვოკატის ცნობითვე, რეჟიმის პატიმარს გადაადგილება უჭირს. 

ბათუმელი მედროშე რეჟიმის პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც მედროშემ შიმშილობა დაიწყო. 

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

6 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის საჩივარი და ის პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები