ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მიიღო.
ისაკო დევიძე საპატიმროში კიდევ 6 თვეს გაატარებს.
ისაკო დევიძე 2025 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სასამართლოს უპატივცემლობას გულისხმობს. დევიძეს მოსამართლე ზვიად ცეკვავასთვის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.





