"მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო [...] ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა". - წერს ბათუმში აქციაზე დაკავებული მედროშე თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილი წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში თაზო მახარაძე ავრცელებს.
"მე მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო. აბა, ვნახოთ ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა რა უნდა გაიმეტოს?
ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ. დღეს ჩემი ქართველობის და სამშობლოსთვის ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია. ძალიან ამაყი ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა. მე დღემდე ისე ვიცხოვრე, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა, ვერაფერმა დამიბორკილა ხელები და ციხეში ვერ ჩამსვა". - ნათქვამია ქათამაძის წერილში.

როგორც გამოცემა ბათუმელებს საიას ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა უთხრა, ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე იზოლატორში შიმშილობს.
"მოვინახულე და როგორც მითხრა, ექიმის კონტროლის ქვეშ არის და დეტალურად აღარ უსაუბრია". - თქვა გაბროშვილმა.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.
ბათუმელებისთვის გაგზავნილ წერილში ქათამაძე ამბობდა, რომ დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად, იძალადა