საქართველო-ევროკავშირი

დიღმელაშვილი: არ ვიბრძვით სკამებისთვის – მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ სახეები, პოლიტიკოსები

Vakho Kareli

სირცხვილიასა და სამოქალაქო მოძრაობა შინ ევროპისკენ წევრი, შოთა დიღმელაშვილი განმარტავს, რომ 24 ივნისის აქციაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მოთხოვნის, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისას მასში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები, არც მოქმედი პოლიტიკოსები.

"ხაზი უნდა გაესვას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის. ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი, არამედ ხალხის ძალაუფლებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენ წარმოგვადგენდეს და არა ოლიგარქს. ეროვნული ერთობის მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით, რათა დაიძლიოს პოლარიზაცია. ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები, არც მოქმედი პოლიტიკოსები.

ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით – მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე". – წერს დიღმელაშვილი.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობალელოსტრატეგია აღმაშენებელიდროამეორე მხრივ, ევროპული საქართველოს პოზიციით, არჩევნების გარეშე ნებისმიერი ჯგუფის მიერ თავის მთავრობად დანიშვნის იდეა ქვეყნისთვის საზიანოა. პარტია გირჩი მოძრაობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს. ამასთან, ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ მოთხოვნების წამოყენების შემდეგ თქვა, რომ ტექნიკური მთავრობის თემა ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობაა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები