საქართველო-ეროკავშირი

გადადგეს ღარიბაშვილი, შეიქმნას მთავრობა ეროვნული თანხმობით – "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები

ტაბულა

სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს. 

"ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას [...] ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია." - თქვა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე. 

პარლამენტთან აქცია - შინ ევროპისკენ ოლიგარქიული მმართველობის გარეშე მიმდინარეობს.

კომენტარები