საქართველო-ევროკავშირი

ვოლსკი: ტექნიკური მთავრობის თემა ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობაა

ყველა მხრიდან რომ იყოს ამაზე თანხმობა, რომ მოდი, შევთანხმდეთ და გავაკეთოთ, ტექნიკური მთავრობის თემა არის ქაოსის წინაპირობა, ქაოსის და დესტაბილიზაციის და ეს ნაცმოძრაობსი დღის წესრიგიდან არ გამქრალა. 

[...] ამდენი ადამიანია, რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ევროპის პერსპექტივას, მათ განწყობებს, 85%-ია თუ, შეიძლება, მეტიც არის, შეიძლება, ოდნავ ნაკლები, წარმოიდგინეთ, რომ ამდენ ხალხში ჩვენ, ქართულ ოცნებას ლომის წილი ეკუთვნის, რომ ამდენი რაოდენობის ხალხი არსებობს და ევროპულ პერსპექტივას ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ უსასტიკესი, არაევროპული მართვის ისტორია გამოვიარეთ და ამდენი დაზარალებული, გამწარებული ოჯახი მივიღეთ. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი იმედის ეთერში. გუშინ, 25 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ, "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები გამოაცხადა - აქტივისტები პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და "ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნას" ითხოვენ

კომენტარები