რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საგარეო: დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსოფობიური პოლიტიკის გაგრძელებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ რუსოფობიური პოლიტიკის გაგრძელებაა".- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყევტის შესახებ. 

"დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არის კიევის ხელისუფლების მიზანმიმართული რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური გაგძელება, დაწყებული 2014 წლის სისხლიანი გადატრიალებით, 2018 წელს მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულების დარღვევით და მთელი რიგი კანონებით, რომლებიც მიმართულია დისკრიმინაციისკენ. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ".- აცხადებენ რუსეთის საგარეოში. 

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდნეტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა. 

ზელენსკიმ მოუწდოდა რუს ხალხს, გამოხატონ პროტესტი უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ - მისი სიტყვებით, რუსეთის მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, რომელი გზით სურთ წასვლა. 

"ყველა, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სინდისი, დროა, რომ გამოვიდეს და გამოხატოს პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ, უკრაინასთან ომის წინააღმდეგ". - თქვა ზელენსკიმ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

 

კომენტარები