უბედური შემთხვევა ურეკში

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა ოთხივე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა

გურიის მოამბე

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო. მაშველებმა ოთხივე პირი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა  ერთ-ერთი დაიღუპა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

ზღვიდან ამოყვანის შემდეგ პირის მდგომარეობა მძიმე იყო, ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დანარჩენი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები