რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის

რუსი სამხედრო

უკრაინის დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვსა და სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედია ავრცელებს და მომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ.

იქამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა.

"გარემოებები ჩვენგან მოითხოვს გადამწყვეტ და შეუნელებელ ქმედებებს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მომართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს წესდების მე-7 ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული დსრ-სთან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები