რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პუტინი: სიტუაცია დაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვს, ვატარებთ საომარ ოპერაციას

ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ, 2022, 1 თებერვალი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა.

"გარემოებები ჩვენგან მოითხოვს გადამწყვეტ და შეუნელებელ ქმედებებს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მომართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს წესდების მე-7 ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული დსრ-სთან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები