კრემლმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა შეაქო მას შემდეგ, რაც უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რამაც რუსეთის დედაქალაქის მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა.
"ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტიანად იმუშავეს." – განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რეპორტიორებს.
"სხვადასხვა უკრაინული ქალაქიდან გავრცელებული კადრები უნდა ნახოთ. ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი დარტყმები საკმაოდ შთამბეჭდავია." – დაამატა პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "Gazprom Neft-ის" ნავთობქარხანაზე დაზიანება ნაწილობრივ რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებმაც გამოიწვია.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ახალი კადრებიდან ირკვევა, რომ მოსკოვში მდებარე კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმად ქცეულ რეზერვუარს, სავარაუდოდ, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, რომელიც უკრაინული დრონების ჩამოსაგდებად გაუშვეს.




