დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: პუტინთან ტელეფონით საუბარი მსურდა, თუმცა პასუხი დუმილი იყო

დღეს მსურდა ტელეფონით საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან. პასუხი დუმილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დონბასშიც დუმილი უნდა იყოს. ამიტომ, დღეს მინდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს მივმართო. არა ისე, როგორც პრეზიდენტმა, არამედ ისე, როგორც უკრაინის მოქალაქემ. თქვენთან გვყოფს ორი ათას კილომეტრზე მეტი საერთო საზღვარი - მის გასწვრივ დღეს თქვენი ჯარები დგანან, თითქმის ორასი ათასი ჯარისკაცი და ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, რომ მათ წინ გადადგან ნაბიჯი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს დიდი ომის დასაწყისი ევროპის კონტინენტზე. 

იმის შესახებ, რაც შეიძლება ნებისმიერ დღეს მოხდეს, მთელი მსოფლიო საუბრობს. მიზეზი შეიძლება ნებისმიერ დროს წარმოიშვას - ნებისმიერი პროვოკაცია, ნებისმიერი აფეთქება. თქვენ გეუბნებიან, რომ ეს უკრაინელ ხალხს გათავისუფლებას მოუტანს, მაგრამ უკრაინელი ხალხი თავისუფალია. მას ახსოვს საკუთარი წარსული და თავად აშენებს საკუთარ მომავალს. აშენებს და არა ანადგურებს, როგორც ამას ყოველდღე გეუბნებიან ტელევიზიით. უკრაინა თქვენს ახალ ამბებსა და უკრაინა რეალურ ცხოვრებაში ორი სრულაიდ განსხვავებული ქვეყანაა

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. დონბასის მარიონეტულმა რეჟიმებმა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დახმარება სთხოვეს.

კომენტარები