რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი
UNIAN

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა

ზელენსკიმ მოუდოდა რუს ხალხს, გამოხატონ პროტესტი უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ - მისი სიტყვებით, რუსეთის მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, რომელი გზით სურთ წასვლა. 

"ყველა, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სინდისი, დროა, რომ გამოვიდეს და გამოხატოს პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ, უკრაინასთან ომის წინააღმდეგ". - თქვა ზელენსკიმ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები