რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყველა მსურველ უკრაინელს იარაღს დაურიგებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველა მსურველ უკრაინელს იარაღს დაურიგებენ. ამის შესახემ სპეციალურ მიმართავში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.  

"ჩვენი მიწის დაცვისთვის უკრაინა უკვე გასცემს და მომავალშიც მისცემს იარაღს ყველა მსურველს". - თქვა მან.  

მისივე თქმით, უკრაინა მოუხსნის სანქციებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან, ქვეყანა იარაღით ხელში დაიცვან. 

ზელენსკიმ მიმართვაში ასევე თქვა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები