რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი დროებით ოკუპირებული ყირიმისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობს. მისი მტკიცებით, უკრაინელებს მასზე "მიღწევა ძალიან გაუჭირდება".

"ეს ყირიმსაც ეხება. რადგან უკვე ახლა იწყება ისეთი მომარაგების სისტემის შექმნაზე მუშაობა, რომელთანაც მოწინააღმდეგეს მიღწევა ძალიან გაუჭირდება." - თქვა პუტინმა, როდესაც ოკუპირებული ნახევარკუნძულის ნავთობპროდუქტებით მომარაგების საკითხზე საუბრობდა.

ბოლო თვეებში უკრაინის დრონების იერიშების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში საწვავის კრიზისი შეიქმნა. ბენზინის უკმარისობაა რუსეთის რეგიონებშიც, რასაც ხელისუფლება "აჟიოტაჟს" აბრალებდა.

კომენტარები