არჩევნები 2021

სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ

ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია.

ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ!

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის Facebook გვერდზე ვრცელდება. დღეს, 26 ნოემბერს  ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. 26 ნოემბრის დილიდან ორივე ქალაქში საკრებულოების სხდომები ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ზუგდიდში 2, ხოლო ბათუმში 4 პირი დააკავა. დეპუტატ ანი წითლიძის ცნობით, დაპირისპირებისას მას სამართალდამცველებმა თითი მოსტეხეს.

კომენტარები