არჩევნები 2021

ქართული ოცნება 40.3%, ენმ 27.97%, საქართველოსთვის 8.85% – თბილისში ხმების 100% დათვლილია

timer.ge

თბილისში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

თბილისის საკრებულოს ზღვარი 2.5%-ია. 

  • ლელო – 3.63%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება – 3.3%
  • ხალხისთვის – 2.57%
  • მოქალაქეები – 2.45%
  • დროა – 2.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1.65%
  • გირჩი – 1.62%
  • ლეიბორისტები – 1.32%
  • ევროპული საქართველო – 1.18%
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი – 1.01%

რაც შეეხება ნაციონალურ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 3 743 უბნიდან 3 740 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც 99.92%-ს შეადგენს. 

პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა:

  • ქართული ოცნება - 46.65%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%;
  • გახარია-საქართველოსთვის - 7.79%
  • ლელო - 2.71%
  • ევროპული საქართველო - 1.66%; 
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.46%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.38%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 1.34%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები