არჩევნები 2021

5-ვე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური?

არჩევნები 2021

5-ვე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური?

2 ოქტომბერს, 20:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემა ოფიციალურად შეწყდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქედან 9 საათი დასჭირდა იმისათვის, რომ პირველადი შედეგები გამოექვეყნებინა.

არჩევნებზე აქტივობამ 51.92% შეადგინა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაღალი შედეგია, ხოლო რეფერენდუმისთვის კი – დაბალი. 

19:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უბნების 99.97%-ია დათვლილი, სადაც ქართულ ოცნებას 46.68% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 30.7% და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის 7.8%. 

ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. მათგან ორ ქალაქში – ბათუმში და ქუთაისში – პირველ ადგილზე ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები არიან. 

თვითმმართველი ქალაქების გარდა, მეორე ტურები გაიმართება, სავარაუდოდ, 15 თვითმმართველ თემში – აქედან 12-ში დადასტურებულად, 3-ში კი ხმების მინიმალური რაოდენობა დარჩა დასათვლელი.

ამათგან ერთ ოლქში მეორე ტურში გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის კანდიდატი გადავიდა. კიდევ ერთ შემთხვევაში მე-2 ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ხოლო ერთშიც კი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური გადავიდა, რომელიც კენჭს ახლა საკუთარი პარტიიდან იყრის.

ყველა სხვა შემთხვევაში მეორე ტურში ენმ-ს წარდგენილი კანდიდატები არიან, რომლებსაც 3 ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. რამდენიმე შემთხვევაში ენმ-ს კანდიდატები პირველ ადგილს იკავებენ. 

ამასთან, ამ თვითმმართველი თემებიდან 6-ში – ახმეტაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში – ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საკრებულოს პროპორციულ არჩევნებს ოპოზიცია იგებს. 

გთავაზობთ იმ თვითმმართველ თემებს, სადაც სავარაუდოდ, მეორე ტურები გაიმართება.

მასალა ეტაპობრივად განახლდება. 

ბაღდათი

დათვლილია უბნების 100%

კახა ენუქიძე (ქართული ოცნება) – 49.54%
გიორგი რობაქიძე (ენმ) – 35.88%

ზუგდიდი

დათვლილია უბნების 100%

ანზორ მელია – (ენმ) 46.88%
მამუკა წოწერია – (ქართული ოცნება) 41.15%

თელავი

დათვლილია 100%

ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება) – 46.75%
გიორგი ბოტკოველი (ენმ) – 45.22%

თიანეთი

დათვლილია უბნების 100%

ლევან წიკლაური (ქარული ოცნება) – 43.19%
თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) – 30.09%

მარტვილი

დათვლილია უბნების 100%

თორნიკე ჯანაშია (ქართული ოცნება) – 43.77%

თეიმურაზ ჯანაშია (ენმ) – 36.30%

ოზურგეთი 

დათვლილია უბნების 98.4%

ავთანდილ თალაკვაძე (ქართული ოცნება) – 43.75%
კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი) – 29.16%

სენაკი 

დათვლილია უბნების 97.7%

კობა ნაყოფია (ენმ) – 42.35%
ვახტანგ გადელია (ქართული ოცნება) – 40.21%

ქარელი

დათვლილია უბნების 100%

ზაზა გულიაშვილი (ქართული ოცნება) – 45.77%
ნიკოლოზ ახალკაცი (ენმ) – 34.07%

ჩხოროწყუ 

დათვლილია უბნების 100%

დათო გოგუა (ქართული ოცნება) – 43.29%
ბადრი ქარჩავა (ენმ) – 35.31%

ცაგერი

დათვლილია უბნების 100%

გიორგი ნემსაძე (ქართული ოცნება) – 49.34%
ბესარიონ ბენდელიანი (საქართველოსთვის) – 35.02%

წალენჯიხა

დათვლილია უბნების 100%

გიორგი ხარჩილავა (ენმ) – 39.67%
გოგა გულორდავა (ქართული ოცნება) – 38.24%

წყალტუბო 

დათვლილია უბნების 98.6%

გენადი ბალანჩივაძე (ქართული ოცნება) – 48.58%
ზაზა მეტრეველი (ენმ) – 42.41%

ხაშური

დათვლილია 100%

თენგიზ ჩიტიაშვილი (ქართული ოცნება) – 43.77%
იოსებ ბუაძე (ენმ) – 34.63%

ხელვაჩაური

დათვლილია 100%

ზაზა დიასამიძე (ქართული ოცნება) – 43.68%
მიშა ბოლქვაძე (ენმ) – 39.60%

ხობი

დათვლილია 100%

დავით ბუკია (ქართული ოცნება) – 46.80%
ბესიკ შენგელია (ენმ) – 33.85%

კომენტარები