ავარია გორში

გორში, ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვიც, რომელსაც გორში, დედასთან ერთად მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბები ავრცელებს.

ავარია გორში გუშინ, 13 ივლისს მოხდა, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, მომხდარის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული ბავშვი კი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი.

კომენტარები