პოლიტიკური კრიზისი

ივანიშვილი იღებს დავალებებს რუსეთისგან? - სენატორის კითხვა

სხდომას სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ს სენატში გამართულ საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე რამდენიმე კითხვა დასვა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების კავშირზე რუსეთთან, მათ შორის, იღებდა თუ არა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან, რამდენად შეეძლო ქართულ ოცნებას დამოუკიდებლად მოქმედება..

"2012 წელს ივანიშვილი განიხილებოდა, როგორც ქართული ოცნების მამა, მას ასევე აკრიტიკებდნენ რუსეთთან სიახლოვისა და მისგან დავალებების მიღების გამო. ის ამას უარყოფს, შეიძლება იყოს ამაში სიმართლე? უნდა ვღელავდეთ იმაზე, რომ ქართულ ოცნებას არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება კრიზის გადასაჭრელად? შეიძლება, რომ ის აგრძელებდეს კრიზისს რუსეთის სასარგებლოდ?" – ამბობს სენატორი.

ამ კითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯორჯ კენტი პასუხობს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდშიც საქართველოს მიისწრაფის ევროინტეგრაციისაკენ. 

"უსაფრთხოა იმის თქმა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერმინისტრი, შემდეგ თავჯდომარე და ახლა ფორმალურად პარტიდან წასული, ინარჩუნებს საქართველოს მისწრაფებას დასავლეთ სტრუქტურებში ინტეგრაციისა. ეს იყო ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელმაც გამოაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციაზე გააგზავნის განაცხადს". - ამბობს ჯორჯ კენტი.


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 23 მარტს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის მოსმენა გაიმართა. სხდომაზე შეაფასეს და განიხილეს დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში.

სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვა. შაჰინი მრავალი წელია, რაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას აკვირდება და ეხმიანება. მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებმა - ჯორჯ კენტმა და კარა მაკდონალდმა.

იხილეთ:

კომენტარები