პოლიტიკური კრიზისი

რიში: საქართველოში სასამართლოსა და მედიაზე ოლიგარქიული გავლენები იზრდება

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვიხილეთ, თუ როგორ განიცდიდა ქვეყანა [საქართველო] დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ქვეყანა უკეთესს იმსახურებს და შესაძლებლობა აქვს, სსრკ-ს ისტორიას თავი დააღწიოს. ახლა [საქართველოში] ოლიგარქიული გავლენები იზრდება სასამართლოზე, მედიასა და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე. 

ჩემი აზრით, კრიზისზე, რომლის წინაშეც ახლა საქართველო დგას და რომელიც რამდენიმე წლის დაძაბული სიტუაციისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაა, ყოველი მხარე პასუხისმგებელია. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააანალიზონ საკუთარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის მიმართ და შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ...

თქვა სენატორმა ჯეიმს რიშმა აშშ-ს სენატში გამართულ საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე.

კომენტარები