პოლიტიკური კრიზისი

ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა

თამარ ჩერგოლეიშვილი

"არ შეცვლის დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ - ქართველებმა". - წერს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე.  

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ლუარსაბ თათქარიძეობა.

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ იმ ილუზიებში ყოფნა, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს.

არ შეცვლის დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილი უნდა შევცვალოთ ჩვენ - ქართველებმა.

დასავლეთმა ძალიან კარგად იცის რომ თალიბები ცუდები არიან, მაგრამ ავღანეთისთვის არ უბრძოლია ავღანელების ნაცვლად.

დასავლეთი ეხმარება ხალხს - ხალხს, რომელიც იბრძვის.

ამიტომ ეხმარება უკრაინას - უკრაინელები იბრძვიან.

ამიტომ არ დაეხმარა ავღანელებს - ავღანელებმა არ იბრძოლეს.

სანამ ჩვენ, ქართველები არ ვიბრძოლებთ დემოკრატიული ღირებულებებისთვის;

სანამ ჩვენ, ქართველები არ ვიბრძოლებთ ყველა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებისთვის;

სანამ ჩვენ, ქართველები არ ჩავრეცხავთ პოლიტიკურ სპექტრს რომელიც ჩვენს ჩამორჩენილობაზე აგებს თავის პოლიტიკას და "საჯიშე ბიჭების" და "ქართული ტრადიციების" გადარჩენაზე ბოდავს ჯვრების ფოტინით!

სანამ დემოკრატიული ღირებულებების და დღის წესრიგის გარშემო არ გავერთიანდებით, რაც სისტემურ ცვლილებას გულისხმობს და არა ერთი მეგალომანიაკის მეორე მეგალომანიაკით ჩანაცვლებას;

სანამ ეს არ მოხდება, არაფერი მოხდება, გარდა ცუდისა!

"დასავლეთი არ დაგვთმობს" არის საბჭოთა სისულელე, რომლის მიხედვითაც დასავლეთი დაპყრობით ომებს აწარმოებს ჩვენს რეგიონში!

დასავლეთი დაგვთმობს, თუ ჩვენ დავთმეთ საკუთარი დემოკრატია და ბოლო 10 წელია ისე ჩანს, რომ ვთმობთ!

ბოლო 10 წელია, ჩვენ გარდა - მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით გიგას, ჩემი და ჩვენი ვიწრო გარემოცვის გარდა - ქართველებს ყველა თვლით ჩამორჩენილებად და დემოკრატიისთვის შეუსაბამოებად! გვიმტკიცებთ რომ "ჩვენი გზა გრძელი გზაა და ქართველებისთვის ჯერ ადრეა", რომ ქართველებს "ბელადი უნდათ ბიძი".

თავად მიგვიჩნევთ ჩამორჩენილებად!

და რა დასავლეთი არ დაგვთმობს?

კომენტარები