არაფერი მოულოდნელი დღეს არ მომხდარა. ივანიშვილის რეჟიმი თავისი ქმედებების უტიფარი პროპაგანდით გამართლებას აგრძელებს. ისინი საკუთარ ინტერესებსა და პუტინისტურ ძალებთან ალიანსს ჩვენი ქვეყნის მომავალს, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას სწირავენ. სამწუხაროდ, ამავე დროს, საპარლამენტო ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ვაშაძე, გახარია, ყველას ერთად, იმის ნაცვლად, რომ მკაფიო გზავნილი ჰქონდეს, აგრძელებს რაღაც გაუგებას შეთავაზებებს ერთობლივ მოქმედებებზე. სთავაზობენ რაღაც ნაბიჯებს, რომ, მათი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი გადარჩეს, თითქოს, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამის შანსი არსებობს.
სიმართლე არის მძიმე, მაგრამ მკაფიო - სანამ ეს რეჟიმი გვყავს, სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა აკონტროლებს ძალაუფლებას, ამ ქვეყანას აქვს ნულოვანი შანსი თავისუფლებაზე გაღწევისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის დაცვის. ეს უნდა იყოს გზავნილი ყველა დისკუსიისას და რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს უნდა ავუხსნათ, მათ შორის, ისეთებს, ვინც ივანიშვილის პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან.