პოლიტიკური კრიზისი

ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა

საქართველოს მოსახლეობა, ფაქტობრივად, ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა, როდესაც ვერ პოულობს, იმედებს ამყარებს ვინმეზე, თუ ვინმე რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებს. რამდენჯერმე საქართველოს პრეზიდენტმა, მაგალითად, პარლამენტში, ვფიქრობ, გააკეთა ის განცხადება, რომელიც ქართველ ხალხს სურდა. უფრო მეტად აჩვენა სოლიდარობა, ვიდრე ეს ხელისუფლებამ გააკეთა, ამ შემთხვევაში, აღმასრულებელმა და პარლამენტმა და თითქოს საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა, მხარდაჭერა აჩვენა ქართველმა ხალხმა, იმიტომ, რომ ვიღაცამ მაინც გააჟღერა ის მესიჯები, რაც მას სურდა. 

იმ ნაწილში არ ვეთანხმები ნამდვილად საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხალხი გამოვიდა არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ხალხის გამოსვლის მიზეზი, ჩემი აზრით, იყო ორი - პირველი, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინას და მეორე ის, რომ ხალხმა ჩათვალა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები არ იყო საკმარისი.

ამბობს სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ გააკეთოს, ქართველი ხალხი კი ფრუსტრირებული არ არის. 

კომენტარები