პოლიტიკური კრიზისი

შაჰინი: ოპოზიციონერების ციხეში გატარებული ყოველი დღე რუსეთის გამარჯვებაა

ყველამ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა ხალხის ნებას უნდა პასუხობდეს, მაგრამ წარმატებული დემოკრატია მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისადაც უნდა მოქმედებდეს. საქართველოს ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ერთადერთი მხარე, რომელიც იმარჯვებს, არის რუსეთი. რუსეთი არეულობითა და ქაოსით საზრდოობს და ოპოზიციონერების ციხეში გატარებული ყოველი დღე, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტის ადგილები ცარიელია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის მომტანია, რუსეთისთვის კი - გამარჯვება. სწორედ ამიტომ, გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ვარ, რომ ყველა მხარემ კრიზისი ასე გაახანგრძლივა. დღეს ყველა მხარეს მოვუწოდებ, უარი თქვან მოკლევადიან პოლიტიკურ ინტერესებზე და სანაცვლოდ ქართული დემოკრატიის გაძლიერებასა და დაცვაზე იფიქრონ...

თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ს სენატში გამართულ საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე.

კომენტარები