პოლიტიკური კრიზისი

სენატორი მერფი: ბევრი მსგავსებაა იმაში, რაც მოხდა საქართველოში და რაც მოხდა უკრაინაში

ძალიან ბევრი მსგავსებაა იმაში, რაც მოხდა საქართველოსა და რაც მოხდა უკრაინაში. რუსეთი დებს ფსონს იმაზე, რომ შეძლებს ამ ორი ერის ეკონომიკისა და პოლიტიკის დესტაბილიზაციას და ისინი ეტაპობრივად დანებდებიან, გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომ სრული დაპყრობის გარეშე აღმოჩნდებიან კრემლის გავლენის ქვეშ.

ყოველთვის ამოუცნობია ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის დახარჯვაზე წელს და ყოველგვარი დებატების გარეშე კიდევ 4 მილიარდ დოლარს ჩავდებთ ევროპის დამშვიდებაში, რომელიც სამხედრო თავდაცვას ეძღვნება NATO-ს აღმოსავლეთ-ევროპის ფლანგზე.

არ ვამბობ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ, მეჩვენება, რომ რესურსების არასწორი განაწილებაა. მილიარდებს ვხარჯავთ სამხედრო თავდაცვაზე ევროპაში, მაშინ, როდესაც რეალური სისუსტე ქვეყნებისა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, გამოიხატება რუსეთის შესაძლებლობაში, რომ მათი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. შემდეგი ბიუჯეტის განხილვის დროს, იმედი მაქვს, გავითვალისწინებთ და დავაყენებთ მოთხოვნებს იმის შეფასებაზე, თუ რამდენად ეფექტურია ეს ფულადი სახსრები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა განათლება, მედიის დამოუკიდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და ეს, როგორც მინიმუმ, ისეთივე კარგია ინვესტიციებისთვის, როგორიც როტაციის ბაზაზე სამხედრო ჯგუფების გაგზავნა...

დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ ამის შესახებ აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე ისაუბრა. 

კომენტარები